მეგობრობის გამზირზე შენობების კეთილმოწყობა სრულდება, დასრულების ფაზაშია გადახურვის, საინჟინრო ქსელების მოწყობის სამუშაოები, გათვალისწინებულია ლიფტების მოწესრიგება.
ქალაქის ცენტრალური ქუჩის რეაბილიტაციის მიმდინარეობის პროცესს ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები გაეცნენ.
მთავრობის მეთაურს, ირაკლი ღარიბაშვილს მიმდინარე სამუშაოები ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად გააცნო.
პროექტის “განახლებული რეგიონები” ფარგლებში განხორციელდება ასევე ქალაქის შემოსასვლელისა და თამარ მეფის სახელობის მოედნის განახლება, რეაბილიტაცია ჩაუტარდება რამდენიმე ქუჩას და სკვერს. ამ დროისთვის პირველი ფაზის სამუშაოების 70 პროცენტი დასრულებულია.