რუსთაველი მოჭიდავე გოგა ბუსურაშვილი საქართველოს ჩემპიონი გახდა[ვიდეო]

რუსთაველი სპორტსმენის მორიგი წარმატება  – მოჭიდავე გოგა ბუსურაშვილი საქართველოს ჩემპიონი გახდა.

სპორტსმენმა  შეჯიბრში  პირველი ადგილი დაიკავა. ქართულ ჭიდაობაში ბუსურაშვილმა 50 კილოგრამი წონით კატეგორიაში იასპარეზა და  ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.

სპორტსმენმა პირველობაზე 5 შეხვედრა ჩაატარა და ხუთივე მოიგო. საქართველოს პირველობა 2008-2010 წლებში დაბადებულ სპორტსმენებს შორის მიმდინარეობდა.