რუსთავის მეტალურგიულ ქარხანაში მუშა დაშავდა

რუსთავის მეტალურგიულ ქარხანაში მუშა დაშავდა. დაშავებული სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა ქალაქის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.

მუშა, რომელიც მეტალურგიული ქარხნის ერთ-ერთ საამქროში დაშავდა, სამედიცინო დაწესებულებაში შუადღის საათებში შეიყვანეს და ის ექიმების დაკვირვების ქვეშ იმყოფება. ექიმების ინფორმაციით, პაციენტის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.