როგორია ქარხანაში დაშავებული მუშის ჯანმრთელობის მდგომარეობა

რუსთავის მეტალურგიულ ქარხანაში დაშავებული მუშა ქალაქის ცენტრალური საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.

როგორც კლინიკაში TV4-ს განუცხადეს, პაციენტი ოპერაციას საჭიროებს, თუმცა მისი ამჟამინდელი მდგომარეობიდან გამომდინარე, ჯერჯერობით ექიმების დაკვირვების ქვეშ იმყოფება. პაციენტის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

დაშავებული 63 წლის მამაკაცი სამედიცინო დაწესებულებაში გუშინ შეიყვანეს. მას გულმკერდის ტრავმა და მარცხენა კოჭ-წვივის ტრავმული დაზიანება აღენიშნებოდა. პაციენტი კლინიკაში შეყვანისას კონტაქტური იყო.