რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიამ, ქალაქის შემოსასვლელის, თამარ მეფის სახელობის, ჟიული შარტავას სახელობისა და შოთა რუსთაველის სახელობის მოედნების სარეაბილიტაციო სამუშაოების შესყიდვაზე ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა.
სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, თამარ მეფის სახელობის მოედანზე იგეგმება უსაფრთხოების კუნძულების, სარწყავი სისტემის, გარე განათების, ბორდიურების სანიაღვრე და საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება.
პროექტის ფარგლებში, ჟიული შარტავას სახელობის მოედნის ტერიტორიაზე ჩატარდება კეთილმოწყობის სამუშაოები, მოწესრიგდება სარწყავი სისტემა, ბორდიურები, სანიაღვრე და საგზაო ინფრასტრუქტურა.
ანალოგიური სამუშაოები იგეგმება შოთა რუსთაველის სახელობის მოედნის ტერიორიაზეც.
რაც შეეხება ქალაქის შემოსასვლელს, როგორც სატენდერი დოკუმენტაციიდან ირკვევა, დაირგვება ხე-მცენარეები, მოწესრიგდება ფერდობების გაზონები, სარწყავი სისტემა, დამონტაჟდება გარე განათებები. ასევე დაგეგმილია წარწერა რუსთავის აღმნიშვნელი ბანერის განთავსება.
შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 4`738` 041 ლარია. წინადადებების მიღება 12 აპრილს დაიწყება და 15 აპრილის ჩათვლით გაგრძელდება.
ქალაქის შემოსასვლელის რენდერები: