რუსთავში საპარკინგე ადგილები იხაზება [ვიდეო]

რუსთავში პარკინგის ადგილების დახაზვის სამუშაოები მიმდინარეობს. სამუშაოებს “რუსთავ სერვისცენტრი” ახორციელებს. სამსახურის ხელმძღვანელის, რევაზ გოგიძის განცხადებით, ამ ეტაპზე დახაზვის სამუშაოები კოსტავას ქუჩაზე მიმდინარეობს. სამუშაოები ეტაპობრივად გაგრძელდება.

“დაიხაზა ძველ რუსთავში, კოსტავას ქუჩაზე საპარკინგე ადგილები. დაგეგმილი გვაქვს სხვადასხვა ქუჩაზეც,არაერთი ქუჩა რეაბილიტირდა და ვგეგმავთ დახაზვის სამუშაოებს.  გვაქვს რამდენიმე პროექტი, რომელსაც გავდივართ საპატრულო სამსახურთან და დაიხაზება ეს ქუჩებიც”– განაცხადა რევაზე გოგიძემ.