გადახდილი სახურავები და მოგლეჯილი ხეები – ქარმა რუსთავში პრობლემები შექმნა[ვიდეო]

უამინდობამ და ძლიერმა ქარმა პრობლემები შექმნა რუსთავში. ჭყონდიდელის დასახლებაში ქარმა საცხოვრებელ კორპუსებს სახურავები ახადა. ზოგიერთ ლოკაციაზე მოგლეჯილია ხეები და დაზიანებულია მცენარეები. ქარმა სახურავი ახადა მუნიციპალიტეტის მერიის შენობასაც.

ქარმა რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის შენობას სახურავი ახადა

 

 

 

 

 

 

 

პრობლემურ მისამართებზე იმყოფებიან რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები, პროცესში ჩართულია სამაშველო სამსახურიც.

 შეგახსენებთ, რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის საინფორმაციო ნომერია 1 300. უამინდობის გამო შექმნილი პრობლემების შესახებ, შეგიძლიათ დარეკოთ აღნიშნულ ნომერზე და მუნიციპალიტეტს მიაწოდოთ ინფორმაცია.

ჭყონდიდელის დასახლება
საცხოვრებელი კორპუსების სახურავები დაზიანდა ჭყონდიდელის დასახლებაში

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ძლიერი ქარის შედეგად ისევ დაზიანდა მეგობრობის გამზირზე ღობე, რომელიც იმ ტერიტორიაზეა, სადაც სერვისცენტრი უნდა აშენდეს.