კომპანია “ინტერტრანსის” მიერ გაძვირებულ ტარიფს გამოეხმაურნენ და სამუშაო შეხვედრა გამართეს რუსთავში ადგილობრივი ორგანიზაციების, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებმა. მათი თქმით, კომპანია “ინიტერტრანსის” მიერ, მგზავრობის საფასურის გაზრდა არაკანონიერია.
ადგილობრივმა ორგანიზაციებმა მუნიციპალიტეტს წერილობით მიმართეს და პროცესში აქტიური ჩართულობისკენ მოუწოდეს.