ქვემო ქართლში კოვიდის ორი ახალი შემთხვევა გამოვლინდა

საქართველოში კორონავირუსის 58 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ბოლო 24 საათში 213 ადამიანი გამოჯანმრთელდა, დღე-ღამეში კორონავირუსით არც ერთი პაციენტი არ გარდაცვლილა. ქვემო ქართლში ორი ახალი შემთხვევა აღირიცხა.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 4 243 ტესტი, კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 1,37%, ბოლო 14 დღის – 1,18%, ბოლო 7 დღის – 1,14%.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 1 654 313 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 1 636 004 გამოჯანმრთელდა, 16 800 კი, გარდაიცვალა.

სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება 321 პაციენტი.