რუსთავში ორგანიზაცია “დედების სივრცის” მორიგი შეხვედრა გაიმართა [ვიდეო]

რუსთავში “დედების სივრცის” ორგანიზებით, მორიგი შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრის ფარგლებში, საუბრის თემა ბავშვებზე ლიტერატურის გავლენა იყო- ღონისძიებაზე დედებმა სპიკერთან ერთად განიხილეს, რა გავლენა აქვს ამა თუ იმ ლიტერატურულ ნაწარმოებს ბავშვების განვითარებაზე. საუბარი შეეხო ასევე ზღაპარ თერაპიას.

ინფორმაციისთვის, რუსთაველი დედები შეხვედრებს კვირაში ერთხელ, სხვადასხვა სპიკერთან ერთად მართავენ.