“ენერგო პრო ჯორჯიას” ინფორმაციით, გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება კომპანიის ქსელში ჩართულ აბონენტებს.
მათივე ცნობით, 2 აპრილს 09:00-დან 18:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს მარნეულის რაიონის სოფლებში ლეჟბადინი, კესალო 1, კესალო 2, კაპანახჩი, ალგეთი და მიმდებარე სოფელბში;
4 აპრილს 10:00-დან 18:00 საათამდე აბონენტებს მარნეულის რაიონის სოფლებში ლეჟბადინი, კაპანახჩი, წითელი ხიდი, კირაჩმუღანლო, ხანჯიგაზლო და მიმდებარე სოფლებში.
კომპანიის ცნობით, სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების თანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.