2026 წლისთვის ყველა საჯარო სკოლა ინფრასტრუქტურულად გამართული იქნება [ვიდეო]

  2026 წლის ბოლოსთვის ყველა საჯარო სკოლა ინფრასტრუქტურულად გამართული იქნება – მომდევნო ოთხ წელში მთავრობა ქვეყნის მასშტაბით, სკოლების მშენებლობა- რეაბილიტაციას გეგმავს. პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, თბილისსა და რეგიონებში აშენდება და რეაბილიტირდება 800 სკოლა. ყველა რეაბილიტირებული და ახლად აშენებული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება საჭირო რესურსით და თანამედროვე ინვენტარით უნდა იყოს აღჭურვილი.