21 აპრილის კოვიდსტატისტიკა

საქართველოში კორონავირუსის 223 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ბოლო 24 საათში 399 ადამიანი გამოჯანმრთელდა,  დღე-ღამეში კორონავირუსით არც ერთი ადამიანი არ გარდაცვლილა. ქვემო ქართლში 10 ახალი შემთხვევა აღირიცხა.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 25 626 ტესტი,

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის ბოლო 7 დღის მაჩვენებელია– 1,16%.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 1 653 915 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 1 634 990 გამოჯანმრთელდა, 16 794 კი, გარდაიცვალა.

სულ ჩატარდა 2 875 495 აცრა, დღიურად აცრილია 519.