29 აპრილი: კორონავირუსის სტატისტიკა

საქართველოში კორონავირუსის 148 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ბოლო 24 საათში 280 ადამიანი გამოჯანმრთელდა, დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 2 პაციენტი. ქვემო ქართლში 8 ახალი შემთხვევა აღირიცხა.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 24 593 ტესტი, კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 0,6%, ბოლო 14 დღის – 1,04%, ბოლო შვიდი დღის – 0,94%.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 1 654 945 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 1 636 800 გამოჯანმრთელდა, 16 807 კი, გარდაიცვალა.

სულ ჩატარდა 2 880 821 აცრა, დღიურად აცრილია 1 124.