„ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ინფორმაციით, გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება ქსელში ჩართულ აბონენტებს.
მათივე ცნობით, 5 აპრილს 10:00-დან 17:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს გარდაბნის რაიონის სოფლებში ნაზარლო, ვახტანგისი, ჯანდარა, ქესალო, თაზაქენდი და მიმდებარე სოფლებში;
11:00-დან 18:00 საათამდე აბონენტებს გარდაბნის რაიონის სოფლებში თელეთი, წალასყური, კუმისი და მიმდებარე სოფლებში;
11:15-დან 18:30 საათამდე აბონენტებს ბოლნისის რაიონის სოფლებში სავანეთი, ნახიდური, ჭაპალა, მამხუტი, ვანათი და მიმდებარე სოფლებში;
13:00-დან 14:00 საათამდე აბონენტებს სოფელ სამგორში;
13:00-დან 17:00 საათამდე აბონენტებს მარტყოფში;
15:50-დან 17:30 საათამდე აბონენტებს რუსთავში კონსტიტუციის, კოსტავას, რუსთაველის, არაყიშვილის, ბალანჩივაძის, ასლანიკაშვილის და მიმდებარე ქუჩებზე.
კომპანიის ცნობით, სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების თანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.