8 აპრილს ქვემო ქართლში ელექტროენერგია შეიზღუდება

კომპანია “ენერგო პრო ჯორჯიას” ინფორმაციით, 8 აპრილს გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება
შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ქსელში არსებული აბონენტების ნაწილს.

  • 13:00-დან 18:00 საათამდე ელექტროენერგია შეეზღუდებათ აბონენტებს თეთრიწყაროს
    მუნიციპალიტეტის სოფელებში წინწყარო, გოლთეთი, არნაუთი.
  • 13:00-დან 13:30 საათამდე და 17:30-დან 18:00 საათამდე – სოფლებს ქოსალარი, ქსოვრეთი.

    სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება
    ჩვეულ რეჟიმში აღდგება.