რა ეტაპზეა მეგობრობის ქუჩის რეაბილიტაცია – სამუშაოებს ხელისუფლების წარმომადგენლები გაეცნენ

მეგობრობის გამზირზე შენობების კეთილმოწყობა სრულდება, დასრულების ფაზაშია გადახურვის, საინჟინრო ქსელების მოწყობის სამუშაოები, გათვალისწინებულია ლიფტების მოწესრიგება.

ქალაქის ცენტრალური ქუჩის რეაბილიტაციის მიმდინარეობის პროცესს ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები გაეცნენ.

მთავრობის მეთაურს, ირაკლი ღარიბაშვილს მიმდინარე სამუშაოები ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად გააცნო.

„განახლებული რეგიონების“ ფარგლებში, რუსთავში გათვალისწინებულია მეგობრობის გამზირის და მერიის წინ არსებული მოედნის რეაბილიტაცია. პროექტის შედეგად, 12 შენობის რეაბილიტაცია განხორციელდება.

პროექტის “განახლებული რეგიონები” ფარგლებში განხორციელდება ასევე ქალაქის შემოსასვლელისა და თამარ მეფის სახელობის მოედნის განახლება, რეაბილიტაცია ჩაუტარდება რამდენიმე ქუჩას და სკვერს. ამ დროისთვის პირველი ფაზის სამუშაოების 70 პროცენტი დასრულებულია.

პრემიერთან ერთად ადგილზე იმყოფებოდნენ ქვემო ქართლის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი დოხტურიშვილი, რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ლერი ბარნაბიშვილი, პარლამენტში რუსთავისა და გარდაბნის 10 თემის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი შატაკიშვილი და პარლამენტის წევრი ლექსო დალაქიშვილი.