როგორია ბოლო 24 საათის კორონავირუსის სტატისტიკა

საქართველოში კორონავირუსის 62 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ბოლო 24 საათში 104 ადამიანი გამოჯანმრთელდა, დღე-ღამეში კორონავირუსით არ გარდაცვლილა არც ერთი პაციენტი. 2 შემთხვევა აღირიცხა ქვემო ქართლის რეგიონში.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 4 576 ტესტი, კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 1,35%, ბოლო 14 დღის – 1,05%, ბოლო შვიდი დღის – 1,05%.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 1 654 375 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 1 636 108 გამოჯანმრთელდა, 16 800 კი, გარდაიცვალა.

სულ ჩატარდა 2 877 175 აცრა, დღიურად აცრილია 16.