ბოლო ზარის ავტომობილი მტკვარში გადავარდა – გარდაცვლილია მოსწავლე

ბოლო ზარის ავტომობილი მდინარე მტკვარში გადავარდა, რასაც მოსწავლე ემსხვერპლა. შემთხვევა ბორჯომში მოხდა.

გავრცელებული ინფორმაციით, შუადღის საათებში, ერთმანეთს დიდი სიჩქარით მოძრავი ორი ავტომობილი შეეჯახა. ერთ-ერთ მანქანაში საჯარო სკოლის მოსწავლეები ისხდნენ.

დაშავებულია კიდევ სამი ახალგაზრდა, ისინი “ჰეოჰოსპიტალსში” არიან გადაყვანილები.

ინფორმაცია “ბორჯომის ტელევიზიამ” გაავრცელა.