გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერი დავით კარგარეთელი, ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად, სახალხო დამცველის აპარატის აღმოსავლეთ საქართველოს სამმართველოს უფროსს, გიორგი ტალახაძეს და ქვემო ქართლში სახალხო დამცველის რეგიონულ წარმომადგენლებს მარიამ გვიდიანს და მურადხან გუსეინოვს შეხვდა.
ინფორმაციას გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე, მონაწილეებმა განიხილეს, მუნიციპალური პროგრამები, მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები.
ორმხრივი შეხვედრისას, გარდაბნის მუნიციპალიტეტსა და სახალხო დამცველის აპარატს შორის, დაისახა სამომავლო თანამშრომლობის გეგმები.