სურსათის ეროვნული სააგენტო მოსახლეობას მოუწოდებს, საკუთარ და მიკედლებულ ცხოველებს ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დროულად ჩაუტარონ.
სააგენტოს რეკომენდაციაა, ცხოველების ქცევაში საეჭვო ნიშნების დაფიქსირების შემთხვევაში მოსახლეობამ ვეტერინარს მიმართოს და მოერიდონ უცხო ცხოველთან ახლო კონტაქტს.
მათივე განმარტებით, ცოფის ინფექცია დაავადებულ ცხოველთან კონტაქტით ვლინდება და აუცილებელია სამედიცინო დაწესებულებისთვის მიმართვა კლინიკური ნიშნების არსებობის შემთხვევაში.
რეგიონულ ოფისში აცხადებენ, რომ ქვემო ქართლში ბოლო ერთ თვეში ცოფის არცერთი შემთხვევა დაფიქსირებულა.
ცოფი საშიში ზოონოზური დაავადებაა, რომლითაც ავადდება როგორც შინაური და გარეული თბილსისხლიანი ცხოველი, ასევე ადამიანი.