დეგნანი: დროა საქართველოს პოლიტიკური ლიდერები გაერთიანდნენ

 დროა საქართველოს პოლიტიკური ლიდერები გაერთიანდნენ, შეწყვიტონ ერთმანეთზე თავდასხმა და დაიწყონ ერთად მუშაობა ამ ქვეყნის მომავლისთვის,  – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა განაცხადა.

მისი თქმით, ეს არის მნიშვნელოვანი მესიჯია ქართველი ხალხისთვის და ასევე მნიშვნელოვანი მესიჯი რუსეთისთვის, რომელიც საქართველოს გაყოფას ცდილობს.

„ქვეყანა ბევრი გამოწვევის წინაშე დგას და საუკეთესო ადგილი, მათ განსახილველად, პარლამენტია, სადაც მმართველმა პარტიამ და ოპოზიციამ ერთად უნდა იმუშაოს და არა იჩხუბოს.

ახლა, იმ ფონზე, რაც რეგიონში ხდება, დროა საქართველოს პოლიტიკური ლიდერები გაერთიანდნენ, შეწყვიტონ ერთმანეთზე თავდასხმები და დაიწყონ ერთად მუშაობა ამ ქვეყნის მომავლისთვის. ეს არის მნიშვნელოვანი მესიჯი ქართველი ხალხისთვის და ეს არის ასევე მნიშვნელოვანი მესიჯი რუსეთისთვის და სხვებისთვის, რომლებიც ცდილობენ საქართველოს გაყოფას. ჩემი მესიჯი საქართველოში პოლიტიკური ლიდერების მიმართ არის: დადგნენ ერთად და ერთად იმუშაონ იმ საკითხებზე, რაც ქართველი ხალხისთვის ყველაზე უფრო მნიშვნელოვანია. სწორედ ამაში უნდა დაიხარჯოს ახლა ენერგია“, – აღნიშნა ელჩმა.