დღეს გიორგობაა

დღეს გიორგობაა. მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა გიორგის აღსრულების დღეს აღნიშნავს. სადღესასწაულო წირვა საქართველოს ყველა მოქმედ ტაძარში 10:00 საათიდან აღევლინება. საქართველოს ეკლესია წმიდა გიორგის მხედართა, მიწისმოქმედთა, მწყემსთა, მოგზაურთა მფარველად მიიჩნევს.

საქართველოში გიორგობას ორჯერ აღნიშნავენ. 6 მაისი დიდმოწამე გიორგის აღსრულების, ხოლო 23 ნოემბერი მისი ბორბალზე წამების დღეა.