ლაცაბიძე რუსთავი-თბილისის ავტობუსებზე: ვემზადებით, რომ სექტემბერში კიდევ უფრო მოზმადებულები დავხვდეთ

 “მეც ვიცი, რომ კარგია ავტობუსი ძველი რუსთავიდან გადიოდეს თბილისის მიმართულებით და რომ ეს არ არის საკმარისი და არც ალტერნატივა იმის, რა პრობლემის წინაშეც ვდგავართ, თუმცა ეს იყო მაქსიმუმი ორი დღის განმავლობაში, რაც შეიძლებოდა გაგვეკეთებინა.  ყველაფერი ერთიანად ვერ მოგვარდება. მაგალითად, დღეს გადავიყვანეთ 1 800 ადამიანი თბილისის მიმართულებით და ეს 1 800 ოჯახისთვის არის ალტერნატივა, ჯამში გვაქვს 3 400 ადამიანის გადაყვანის რესურსი”– ამის შესახებ რუსთავის მერმა, ნინო ლაცაბიძემ, გუშინ, მესამე სექტორთან შეხვედრის დროს განაცხადა.

რუსთავის მერმა, რუსთავი-თბილისის მიმართულებით ავტობუსების საკითხზე ისაუბრა და განაცხადა, რომ  ამ მიმართულებით მუნიციპალიტეტი მუშაობს.

“გეგმა არის შემდეგი, სირთულე გვექნება ივნისის ბოლომდე,  ივლისი-აგვისტო იქნება მსუბუქი თვეები, სექტემბერში დაიწება ახალი ტალღა. ვემზადებით, რომ სექტემბერში კიდევ უფრო მოზმადებულები დავხვდეთ ახალი ავტობუსებით, გავაძლიეროთ. როგორ გამოგვივა ვნახოთ, ეს მზადება დაწყებული გვაქვს, თურქეთის კომპანიებთან ვსაუბრობთ, რა ღირს ავტობუსი როგორ შეიძლება ჩამოვიყვანოთ, რა დაგვიჯდება…ამ მოდელებზე ვმუშაობთ.”-განაცხადა რუსთავის მერმა.