რუსთაველის ქუჩაზე, მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.
რუსთავის მერის მოადგილის, ბესო ტოგონიძის განცხადებით, პროექტის ფარგლებში, რეაბილიტირდება შენობის გარე ფასადი. ასევე, გათვალისწინებულია შიდა სარემონტო სამუშაოები და შიდა ეზოს კეთილმოწყობა.
Პროექტის ღირებულება 1 630 000 ლარია. Სამუშაოები აგვისტოს თვეში უნდა დასრულდეს.