N1 ბაგა-ბაღის სარეაბილიტაციო სამუშაოები გრძელდება

რუსთავის N1 ბაგა-ბაღის სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობს. რუსთავის მერის მოადგილის, ბესო ტოგონიძის განცხადებით, პროექტის ფარგლებში სააღმზრდელო დაწესებულების ორივე ფლიგელი რეაბილიტირდება.

შენობის გამაგრება-გაძლიერების  და ფასადების სარეაბილიტაციო სამუშაოებთან ერთად, ბაღის ეზოს კეთილმოწყობაც იგეგმება.

სამუშაოები გრძელდება და შენობების რეაბილიტაციის გარდა, ეზოს კეთილმოწყობაც იგეგმება.

პროექტის ღირებულება 1 400 000 ლარს შეადგენს.