რუსთავის ყველა დიდ სკვერში და რეკრეაციულ სივრცეში ვიდოეკამერები დამონტაჟდება.ინფორმაციას ამის შესახებ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, ამ ეტაპზე, ვიდეოკამერების მონტაჟი მიმდინარეობს:
რუსთავის ცენტრალურ პარკში;
ე.წ. ჩიკაგოს სკვერში;
გიორგი ლეონიძის სახელობის სკვერში;
ახალგაზრდობის პარკში;
მუნიციპალიტეტის ცნობით, ქალაქის სხვადასხვა ლოკაციაზე, სულ 60 ვიდეოკამერა განთავსდება.