სახელოვნებო სპორტისა და ახალგაზრდობის განვითარების ცენტრისა და რუსთავის მერიის მხარდაჭერით, ფოლადის დარბაზში, ფრენბურთში სპორტული ღონისძიების, „მერიის თასი“ ფინალი გაიმართა.
რუსთავის ვაჟთა გუნდმა “რუსთავმა” წარმატებით იასპარეზა, მოწინააღმდეგე, თბილისის “გორდა”, ანგარიშით 3-0 დაამარცხა და რუსთავის მერიის თასის მფლობელი გახდა.
ასევე, გოგონათა გუნდმა “რუსთავი” მესამე, საპრიზო ადგილის, დაკავება და ბრინჯაოს მედლის მოპოვება შეძლო.