რუსთავში, ცურტაველის მოედნის მიმდებარედ, კიდევ ერთი რეკრეაცია მოეწყობა

რუსთავში, ცურტაველის მოედნის მიმდებარედ, კიდევ ერთი რეკრეაცია მოეწყობა. სამუშაოები უკვე დაწყებულია.

ახალი სკვერს, ღია საგამოფენო სივრცის დატვირთვა ექნება.

რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე, პროექტის დეტალებს, მოადგილესთან, მერიის არქიტექტურის სამსახურის ხელმძღვანელთან და საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნების“ წევრებთან ერთად, ადგილზე გამართული სამუშაო შეხვედრის ფარგლებში გაეცნო.

პროექტის მიხედვით, რეკრეაციულ ზონაში საფეხმავლო ბილიკები, გაზონები, სარწყავი სისტემა, გარე განათება და დასასვენებელი სკამები მოეწყობა. საგამოფენო სივრცეში მონოლითური რკინა-ბეტონის კონსტრუქციები დამონტაჟდება, განთავსდება ტენტით გადახურული საგამოფენო სტენდებიც.

სკვერის ტერიტორია უზრუნველყოფილი იქნება უფასო ინტერნეტით, ვანდალიზმის ფაქტების პრევენციის მიზნით, კი დამონტაჟდება ვიდეო კამერები.

პროექტის ღირებულება 334 439 ლარია.