“რუსთავსერვის ცენტრი” ხე-მცენარეების შეწამვლის გეგმიურ სამუშაოებს აწარმოებს.
ქალაქის ფლორის შსანარჩუნებლად ხე-მცენარეების შეწამვლას, სამსახური სეზონურად, ყოველ გაზაფხულზე ახორციელებს.
გარდა გეგმიურად განსაზღვრული ლოკაციებისა, ხე-მცენარეები იმ მისამართებზეც იწამლება, რომლის შესახებაც ინფორმაცია რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ცხელ ხაზზე, მოსახლეობის მხრიდან შესული შეტყობინების სახით ფიქსირდება.
ფოთლოვანი ხეები, რამდენიმე მისამართზე, დღეს სწორედ მერიის ცხელ ხაზზე -1300-ზე შემოსული შეტყობინებების საფუძველზე, სპეციალური და მოსახლეობისთვის სრულიად უსაფრთხო ხსნარით დამუშავდა.