„ბოლნისის აგროცენტრმა“ ტურიზმის საერთაშორისო გამოფენაში მიიღო მონაწილეობა

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით „ბოლნისის აგროცენტრმა“ ტურიზმისა და სასტუმრო აღჭურვილობის მე-13 საერთაშორისო გამოფენაში მიიღო მონაწილეობა. ინფორმაციას ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, საერთაშორისო გამოფენა ბათუმში ჩატარდა და ღონისძიებაში მონაწილეობა ქვემო ქართლიდან მხოლოდ “ბოლნისის აგროცენტრმა” მიიღო.

აგროცენტრმა დამთვალიერებელს ცენტრში არსებული სერვისებისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტის ტურისტული ინფრასტრუქტურის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.

გამოფენის სტუმრებს აგროცენტრის სტენდთან ასევე ბოლნისურ საოჯახო მარნებში წარმოებული ღვინის დაგემოვნების შესაძლებლობაც ჰქონდათ.

გამოფენას  ბოლნისის მუნიციპალიტეტიდან ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებიც დაესწრნენ.