გამოცდების ეროვნული ცენტრის ღია კარის დღე მარნეულის მე-5 საჯარო სკოლაში

მარნეულის მე-5 საჯარო სკოლაში, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის წარმომადგენლებმა აბიტურიენტების კითხვებს უპასუხეს.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, მარნეულის მე-5 საჯარო სკოლაში ღია კარის დღე მოეწყო.
საუბრით თემა, 2022 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები და რეგისტრაციის მესამე ეტაპი იყო.
აბიტურიენტების კითხვებს ცენტრის საგამოცდო პროცესების მართვის სამსახურის უფროსი მაია გაბუნია პასუხობდა.

შეხვედრის მიზანი მეთორმეტეკლასელთა მეტი ინფორმირება იყო.