რუსთავში გია ბურჯანაძის შემოქმედებითი საღამო გაიმართა

რუსთავში გია ბურჯანაძის შემოქმედებითი საღამო გაიმართა.

ევროპის სამეცნიერო-პედაგოგიურ პარლამენტში მსახიობი, გია ბურჯანაძის შემოქმედებითი საღამო მოეწყო.

ღონისძიების იდეის ავტორის, მზია ანთიძის თქმით, მომავალი წლიდან ქალაქში სტუდია “მომავალი ჩვენია” იხსნება.  სადაც, მსახიობი გია ბურჯანაძე  თეატრალურ სექტორს უხელმძღვანელებს.

ღონისძიებას თეატრმცოდნეები, და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.