უაქციზო თამბაქოს ნაწარმის რეალიზაციის ფაქტზე, სამი პირი დააკავეს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით უაქციზო საქონლის რეალიზაციის ფაქტზე, სამი პირი დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ  ბრალდებულებმა ფულადი თანხის სანაცვლოდ, 25 000 კოლოფი უაქციზო თამბაქოს ნაწარმის რეალიზაცია მოახდინეს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, გარკვეული ფულადი თანხის სანაცვლოდ, მოახდინეს 110 000 ლარის ღირებულების აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული 25 000 კოლოფი უაქციზო თამბაქოს ნაწარმის რეალიზაცია.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 8 წლამდე ვადით“,- ნათქვამია ინფორმაციაში.