გარდაბანში ომის ვეტერანებს ფულადი თანხა გადაეცათ

ფაშიზმზე გამარჯვების დღესთან დაკავშირებით, გარდაბნის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ხელისუფლების გადაწყვეტილებით, მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ომის ვეტერანებს 1000 ლარი, ხოლო მათთან გათანაბრებულ პირებს 500 ლარი გადაეცათ.

გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, ყველა მათგანმა გარდაბნის მერიისგან სასურსათო ნობათი მიიღო.

მეორე მსოფლიო ომში, 1941-45 წლებში, გარდაბნის მუნიციპალიტეტიდან 1552 ადამიანი დაიღუპა, 725 დაკარგულად ითვლება.

დღესვე, საქართველოს მთავრობის განკარგულებით, ფაშიზმზე გამარჯვების 77-ე წლისთავთან დაკავშირებით, მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები ერთჯერადად 1000 ლარს, ხოლო მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ოჯახის წევრები – 500 ლარს მიიღებენ.