გარემოსდაცვით საკითებზე, მოსწავლეებს ტრენინგები ჩაუტარდათ

სამოქალაქო ორგანიზაციის “გავიგუდეთ” და ეკო ცენტრის ორგანიზებით, გარემოსდაცვით საკითხებზე მოსწავლეებისთვის თემატური ტრენინგები ჩატარდა.

ტრენინგები ორი დღის განმავლობაში გაგრძელდა და მას საკითხით დაინტერესებული ახალგაზრდები ესწრებოდნენ.

რუსთავის გარემოსდაცვითი პრობლემები, ჰაერის დაბინძურების მიმართულებით არსებული გამოწვევები და მიღწევები – დაინტერესებულმა მოსწავლეებმა ამ და სხვა საკითებზე მიიღეს ინფორმაცია. საუბარი შეეხო გარემოსდაცვით ადვოკატირებასა და სამოქალაქო აქტივიზმის მნიშვნელობას.