რუსთავში ვეტერანებს გაორმაგებული ფულადი ჯილდო გადაეცათ

ფაშიზმზე გამარჯვების 77-ე წლისთავთან დაკავშირებით, მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებმა და მათთან გათანაბრებულმა პირებმა, რუსთავის მერიისგან წელს გაორმაგებული ფულადი ჯილდო მიიღეს. ინფორმაციას რუსთავის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ომის ვეტერანებს 1000, ხოლო სტატუსით მათთან გათანაბრებულ რუსთაველებს, 500 ლარი ჩაერიცხათ პირად ანგარიშზე.

ინფორმაციისთვის, ტრადიციული ფულადი ჯილდო მიიღეს მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებმა და ომში დაღუპულთა ოჯახის წევრებმა საქართველოს მთავრობისგან.

მთავრობის განკარგულებით, მეორე მსოფლიო ომის მონაწილეებს 1000, ხოლო მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ოჯახის წევრებს – 500 ლარი გადაეცათ.