დმანისში “მხარდაჭერის სახლის” ფილიალი გაიხსნა. ფილიალი დმანისის ადგილობრივი ხელისუფლების პირველმა პირებმა, ქალთა ასოციაცია “თანხმობის” და “მხარდაჭერის სახლის” წარმომადგენლებმა გახსნეს.
დმანისის მერის განცხადებით, თვითმმართველობა მომავალშიც მხარს დაუჭერს ინიციატივებს, რომელიც ხანდაზმულთა უფლებებისა და სიცოცხლის დაცვას მოემსახურება.
კობა მურადაშვილმა ავსტრიის განვითარების სააგენტოს დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა და ახლადგახსნილ ცენტრს წარმატება უსურვა.
ღონისძიება ორგანიზებული იყო პროექტის „მხარდაჭერის სახლი – მომსახურებები ხანდაზმულთა ღირსეული ცხოვრებისათვის საქართველოსა და ბოსნია-ჰერცოგოვინაში“ ფარგლებში, პროექტი დაფინანსებულია „ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს“ მიერ და საქართველოში მას Hilfswerk International ახორციელებს ქალთა ასოციაცია ,,თანხმობა”, ,,საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაცია” და ,,საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრთან” თანამშრომლობით.