კანონპროექტი ეთნიკური უმცირესობებისთვის გვარის შეცვლის შესახებ – ბოლნისში შეხვედრა გაიმართა

„ისტორიულ-კულტურულ ტრადიციებთან შეუსაბამო გვარის შეცვლის უფლების შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით ბოლნისის მუნიციპალიტეტში შეხვედრა გაიმართა. პარლამენტის თავმჯდომარე, დეპუტატებთან ერთად, მოსახლეობას და სამოქალაქო აქტივისტებს შეხვდა.

​​საქართველოს პარლამენტში ინიცირებული კანონპროექტი ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებისთვის ავთენტური, ანუ მათი ეთნიკური ტრადიციებისა და კულტურული იდენტობისთვის დამახასიათებელი პრინციპით შექმნილი გვარის მინიჭების ეფექტიანი მექანიზმის შექმნას ითვალისწინებს.

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, საქართველოში მცხოვრები ზოგიერთი ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენელთა გვარები,ქვეყანაში რუსეთის მმართველობის პერიოდში, ხელოვნურად იქნა შექმნილი.​

 ​კანონპროექტის მიღების შედეგად, ფორმირებული იქნება გვარის შეცვლის დეტალიზებული პროცედურა, შედეგად კი, განმცხადებლები აღნიშნული სერვისის მიღებას შესაბამის სახელმწიფო დაწესებულებაში შეძლებენ.