ლაცაბიძე: პირველად ვაკეთებთ ტექნიკური წყლით მორწყვის სისტემას, რუსთავს ძალიან ბევრი თანხა დაეზოგება

“რუსთავის შემოსასვლელის კეთიმოწყობის პროექტის ფარგლებში, პირველად ვაკეთებთ ტექნიკური წყლით მორწყვის სისტემას.”- ამის შესახებ რუსთავის მერმა, ნინო ლაცაბიძემ გუშინ, მესამე სექტორთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.

ქალაქის მერის თქმით, ტექნიკური წყლის სისტემის მოწყობით, რუსთავი დიდ თანხებს დაზოგავს.

“რუსთავის შემოსასვლელის კეთიმოწყობის პროექტის ფარგლებში, პირველად ვაკეთებთ ტექნიკური წყლით მორწყვის სისტემას. მოეწყობა სატუმბი მტკვარზე და გამოეყოფა სანიაღვრე სისტემას, რომელიც ტერიტორიაზე გვაქვს უკვე გაკეთებული და მთლიან ტერიტორიას, არა მხოლოდ გამწვანების ნაწილში,  ტექნიკური წყლით მოვრწყავთ. შედეგად რუსთავს ძალიან ბევრი და დიდი თანხა დაეზოგება”– განაცხადა ქალაქის მერმა, ნინო ლაცაბიძემ.

ამასთან, მესამე სექტორთან შეხვედრის ფარგლებში, რეკრეაციული სივრცეების კეთილმოწყობის საკითხთან ერთად, ლაცაბიძემ ქალაქში არსებული ტყე-ჭალების და პარკების მნიშვნელობაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ეს რესურსი რუსთავს უნდა მოხმარდეს.

“გუშინ შემოვიარეთ ყველა ის გამწვანებული  ტერიტორია, რომელიც რუსთავისთვის არის ფილტვები, გვყვავდა სპეციალისტები ჩამოყვანილი და თუ სპეციალისტებთან ერთად  და დარგში კარგად გარკვეულ ადამიანებთან ერთად ამას არ დავიწყებთ, 10 და 20 დეკორატიული ხეებით ფონს ვერ გავალთ. ჭალის ტყის აღგდენა არის ერთ-ერთი პრიორიტეტი ჩვენი ქალქისთვის… ასევე, რუსთავის პარკი, რომელსაც კიდევ უფრო მეტი განვითარება სჭირდება და ასევე, რუსთავი-გარდაბნის დამაკავშირებელი ტყე-პარკი, რომლის უნიკალურობა აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ და ამ მიმართლებითაც ვმუშაობთ”– თქვა ნინო ლაცაბიძემ.

რუსთავის მერმა ორივე საკითხზე მესამე სექტორის კითხვის საპასუხოდ ისაუბრა. კითხვა ქალაქის შემოსასვლელში ქარის დროს არსებულ პრობლემებს ეხებოდა.