მართლმადიდებელი ეკლესია დღეს, აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულიდან ზუსტად 1 კვირაში, კვირაცხოვლობის დღესასწაულს აღნიშნავს.
კვირაცხოვლობა აღდგომის დღესასწაულის განახლებაა. ამ დღიდან მოყოლებული ყოველი კვირა დღე აღდგომის დღესასწაულია.
ამ დღესთან დაკავშირებით, საზეიმო წირვას სამების საკათედრო ტაძარში პატრიარქის მოსაყდრე, მეუფე შიო აღავლენს. წირვის დასრულების შემდეგ მეუფე ტაძარში შეკრებილ მრევლს ქადაგებით მიმართავს.