რა სამუშაოები მიმდინარეობს შულავერი-შაუმიანი-სიონი-წერაქვის გზაზე

მარნეულის მუნიციპალიტეტში, შულავერი-შაუმიანი-სიონი-წერაქვის გზის 6 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია  მიმდინარეობს.

საავტომობილო გზების დეპარტამნტის ცნობით, აღნიშნული გზა დაზიანებული იყო და რეაბილიტაციას საჭიროებდა.  პროექტი გზის რეაბილიტაციას და არსებული ხელოვნური ნაგებობების შეკეთებას, ახლების მოწყობას ითვალისწინებს.

სამუშაოების ფარგლებში ასევე მოეწყობა ადგილობრივ გზებთან მიერთებები, მოსახლეობის ეზოებში შესასვლელები და ავტობუსის გასაჩერებელი ადგილები. მოინიშნება გზის სავალი ნაწილები  და მოეწყობა საგზაო ნიშნები.

რეაბილიტაციის პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 3 143 970 ლარია.