სამებაში კიდევ ერთი მიწისძვრა მოხდა

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ სამებაში, 16:50 საათზე მიწისძვრა მოხდა. სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, ბიძგების სიდიდემ 3.6 მაგნიტუდა შეადგინა.მიწისძვრის ეპიცენტრი მიწის ზედაპირიდან 10 კილომეტრის სიღრმეში დაფიქსირდა.

ბოლო ორ დღეში, ეს მიწისძვრის მესამე შემთხვევაა. პირველი, ყველაზე ძლიერი, 5.3 მაგნიტუდის გუშინ, 1 მაისს, 23:53 საათზე დაფიქსირდა. მეორე კი დღეს, 2 მაისს, 07:29 საათზე, 3.3 მაგნიტუდის.