რუსთაველი სპორტსმენებისთვის თავისუფალ ჭიდაობაში მასტერკლასები ჩატარდა

რუსთავის ქიმიკოსთა სპორტული კომპლექსში სახელოვნებო, სპორტისა და ახალგაზრდობის განვითარების ცენტრის და ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის ერთობლივი ორგანიზებით, რუსთაველი სპორტსმენებისთვის თავისუფალ ჭიდაობაში  მასტერკლასები ჩატარდა.

თავისუფალი ჭიდაობის  ნაკრების წევრებმა  სპორტსმენ-მოსწავლეებს ჭიდაობის სხვადასხვა  ტექნიკა შეასწავლეს. მასტერკლასებს ფედერაციის პრეზიდენტი და წევრები ესწრებოდნენ .

შეხვედრის დასრულების შემდეგ, მოწვეულ სტუმრებს სახელოვნებო, სპორტისა და ახალგაზრდობის განვითარების ცენტრმა  სიმბოლური საჩუქრები გადასცა.