სად და რომელი კოვიდვაქცინით შეძლებთ აცრას რუსთავში

რუსთავში ვაქცინაციაზე დაბალი მიმართვიანობის გამო, იმუნიზაციის ცენტრები შეცვლილი განრიგით მუშაობს. ქალაქის კლინიკებსა და დიაგნოსტიკური ცენტრების ნაწილში, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთება კვირაში მხოლოდ ორი დღეა შესაძლებელი.

ქალაქის ცენტრალურ საავადმყოფოში ვაქცინაცია მხოლოდ ორშაბათს და ხუთშაბათს არის შესაძლებელი და მხოლოდ “ფაიზერის” ვაქცინაა ხელმისაწვდომი. აცრა დილის 10:00 საათიდან საღამოს 17:00 საათამდეა შესაძლებელი.

კლინიკა “რუსთავში” “ფაიზერის” ვაქცინით აცრა ყოველ ოთხშაბათს და შაბათს, 10:00-დან 16:00 საათამდე შეგეძლებათ.

ოთხშაბათს და ხუთშაბათს შეძლებენ მოქალაქეები კოვიდის საწინააღმდეგო აცრის გაკეთებას N2 დიაგნოსტიკურ ცენტრში “ჰიგია”. ოთხშაბათს დიაგნოსტიკურ ცენტში “სინოვაკით” აცრა არის შესაძლებელი, ხოლო ხუთშაბათს “სინოფარმის” ვაქცინის გაკეთებას შეძლებენ მოქალაქეები.  სამუშაო საათები 10:00-დან 17:00 საათამდეა.

რაც შეეხება N1 დიაგნოსტიკურ ცენტრს, პოლიკლინიკაში ვაქცინის გაკეთება ყოველ სამუშაო დღეს არის შესაძლებელი, 10:00 -დან 17:00 საათამდე. დიაგნოსტიკურ ცენტრში მხოლოდ “სინოვაკისა” და “სინოფარმის” ვაქცინაა ხელმისაწვდომი.