რუსთავში ქვეწარმავლებთან დაკავშრებით, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრსა და რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის საინფორმაციო ნომერზე გამოძახებები ჯერჯერობით არ ფიქსირდება.
როგორც ადგილობრივ ჯანდაცვის ცენტრში TV4-ს განუცხადეს, სპეციალურმა ჯგუფებმა ქალაქის რისკზონებში მუშაობა უკვე დაიწყეს, მიმდინარეობს პროფილაქტიკური დათვალიერება იმ ადგილებში, საიდანაც ქვეწარმავლების გავრცელების ალბათობა მაღალია. შემოწმების შედეგად, ამ ეტაპზე გავრცელების რისკფაქტორები არ არსებობს.
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვაელის, დავით იშხნელის განცხადებით, გრძელდება იმ ზონების ინტენსიური მონიტორინგი, სადაც გავრცელების ალბათობაა. მისივე ცნობით, ჯეჯერობით ქვეწარმავლებისგან დაკბენის არცერთი შემთხვევა დაფიქსირებულა.
მან ისაუბრა შხამიანი გველების გავრცელების შესახებ და აღნიშნა, რომ საშიში რუსთავში ამ მხრივაც არაფერია.