ქვემო ქართლში ორი ბიზნესოპერატორი კრიტიკული შეუსაბამობისთვის დაჯარიმდა

ქვემო ქართლში კრიტიკული შეუსაბამობებისთვის სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ორი ბიზნესოპერატორი დააჯარიმა და საწარმოო პროცესი, დარღვევების გამოსწორებამდე, შეუჩერა.

როგორც სურსათის ეროვნული სააგენტოს რეგიონულ ოფისში Tv4-ს განუცხადეს, აპრილის თვეში სახელმწიფო ინსპექტირება ჩატარდა 90-მდე ბიზნესოპერატორთან, რომელთაგან 30-მდე ობიექტში დოკუმენტური შემოწმება ჩატარდა, 20 ობიექტიდან კი სურსათის ნიმუშები აიღეს.

გამოვლინდა სხვადსხვა ტიპის შეუსაბამობები, მათ შორის ორ ობიექტში კრიტიკული. ბიზნესოპერატორების ნაწილს გაფრთხილება მიეცა, ნაწილი კი დაჯარიმდა.