მე-19/მე-18 მირკრორაიონების მიმდებარე ტერიტორიაზე, 13 ათას კვადრატულ მეტრ ფართობზე, ახალი სკვერი მოეწყო. მრავალფუნქციური რეკრეაციული სივრცე ხვალ საზეიმოდ გაიხსნება. სკვერის გახსნის ცერემონიაზე მოსახლეობას სხვადასხვა საბავშვო და მუსიკალური პროგრამა დახვდება. ინფორმაციას ამის შესახებ რუსთავის მერია ავრცელებს.
ახალი სკვერის გახსნა ხვალ 17:00 საათზეა დაგეგმილი. რაც შეეხება პროგრამას:
- 17:00 საბავშვო გასართობი პროგრამა, ზღაპრის გმირები და ანიმატორები
- 18:00 ART LIFE
- 19:00 ბენდი BEYOND
- 20:00 Dj სეტი
ინფორმაციისთვის, მრავალფუნქციურ სკვერში, საბავშვო და სპორტული სივრცეები, ამფითეატრი, დასასვენებელი ზონებია მოწყობილი. განხორციელდა დენდროლოგიური პროექტიც და სკვერის ტერიტრიაზე, 350 ძირი სხვადასხვა ჯიშის ხე-მცენარე დაირგო.
პროექტის ღირებულება 1 224 439 ლარია.
რუსთავის მერიის ინფორმაციით, ცოტა ხანში, კიდევ ერთი ახალი რეკრეაცია მე- 8 მიკრორაიონშიც გაიხსნება, უახლოეს მომავალში დაიწყება კლდიაშვილის სკვერის რეაბილიტაციაც, სამუშაოები დაწყებულია დიდების ხეივანში და ცურტაველის მოედნის მიმდებარედ არსებულ რეკრეაციაში, სადაც კიდევ ერთი ახალი სკვერი მოეწყობა.