კომპანია “ენერგო პრო ჯორჯიას” ინფორმაციით, გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ხვალ ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება კომპანიის ქსელში არსებული აბონენტების ნაწილს.
მათივე ცნობით, 4 მაისს 12:00-დან 13:30 საათამდე ელექტროენერგია შეეზღუდებათ აბონენტებს მარნეულში მერაბ კოსტავას, ტაბიძის, ნიზამის, წერეთლის, ნარიმანოვის, საიათნოვას, ჟორდანიას, ჯაფარიძის, კეცხოველის, ბაგრატიონის ქუჩებზე, წერეთელში.
11:00-დან 16:00 საათამდე – აბონენტებს გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფლებში ლემშვენიერა, ჯანდარა, ნაგები, მზიანეთი, თბილწყარო, გამარჯვება და მიმდებარე ტერიტორიაზე.
12:00-დან 13:00 საათამდე და 17:00-დან 18:00 საათამდე – სოფლებში ახალწყალი, ქვემო თელეთი, თელეთი, მუხრან თელეთი, კუმისი, ზემო თელეთი, ინსტიტუტის დასახლება, წალასყური.
13:00-დან 17:00 საათამდე – აბონენტებს სოფლებშ პატარა ლილო, ქვემო და ზემო ქვიშიანი, ნორიო, დიდი ლილო.
15:00-დან 18:00 საათამდე – აბონენტებს სოფლებში მარტყოფი, საცხენისი, დიდი ლილო, სააკაძე.
11:30-დან 19:00 საათამდე – აბონენტებს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფლებში სამშვილდე, დაღეთი.
12:00-დან 15:00 საათამდე – აბონენტებს დმანისის მუნიციპალიტეტის სოფლებში განთიადი, დიდი დმანისი, მაშავერა, კიზილქილისა, ჯავახი, ბოსლები, ვარდისუბანი, ტნუსი, პატარა დმანისი, უკანგორა, კაკლიანი, ჯავახი.
კომპანიის ცნობით, სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.