2021-2027 წლების საქართველო-ევროკავშირის ასოცირების დღის წესრიგის ოფიციალურად მიღებამდე, შეთანხმებული დოკუმენტი უკვე საჯაროა და ხელმისაწვდომია აღნიშნულ ბმულზე: europa.eu/!DBhpTd. ინფორმაციას საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ავრცელებს.
მათივე ცნობით, დოკუმენტი მოიცავს ძირითად ვალდებულებებს და დადგენილ პრიორიტეტებს საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის ყველა სფეროში: დემოკრატია, სასამართლო სისტემა, ვაჭრობა, ეკონომიკა, გარემო და მრავალი სხვა.